„იყო მუქარა ჩემს მიმართ“ – დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ილია მეორეს

mamaladze

რას წერდა დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მიაღწია თუ არა მისმა წერილმა პატრიარქამდე? დეკანოზის წერილს ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. წერილში საუბარია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშრებით იკვეთება საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიეტი ინტერესი და ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას მის მიმართ:

„თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკიტხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისერი ინტერესი საქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშრებით, ასევე, იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ, ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გამოავლენს. ტქვენო უწმინდესობავ, მაქვს თვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს, დამლოცეთ“, – წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
ამცირებს თუ არა BCG ვაქცინა კორონავირუსის რისკს – რას აცხადებს პაატა იმნაძე
COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს ?!- ახალგაზრდა სკანდალურ დეტალებს ყვება
"კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა და მეზობლების დაავადების მაღალი რისკი" - თერჯოლა სავარაუდოდ, საკარანტინე ზონად გამოცხადდება
დაწერე კომენტარი