იღებს თუ არა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი კოლოსალურ ხელფასს – ხაბეიშვილი კალაძეს

ლევან ხაბეიშვილი

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახი კალაძეს საგანგებო შეკითხვით მიმართავს – პანდემიის მიუხედავად იღებენ თუ არა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და მისი მრჩევლები კოლოსალურ ხელფასებს. ირკვევა, რომ სატრანსპორტო კომპანიის უფროსს ყოველთვიური ხელფასი – 4 800, ხოლო მის სამ მრჩევლს 4000 – 4000 ლარი აქვთ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში როდესაც საქალაქო ტრანსპორტი ორ თვეზე მეტია შეზღუდვების გამო არ მუშაობს, გაუგებარია რატომ უნდა იღებდნენ სატრანსპორტო კომპანიის მაღალჩინოსნები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მსგავს ანაზღაურებას.

“ორთვენახევარზე მეტია ადამიანებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში არ ემსახურება და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას სერიოზული დისკომფროტი აქვს. მაგრამ, დედაქალაქის მერიას სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელს 4 800 ლარს, სავარაუდოდ, მაინც უხდის. კითხვა გვაქვს დედაქალაქის მერთან, იღებს თუ არა კომპანიის დირექტორი და მის მიერ მოგონილი შტატები, მრჩევლები, რომ ჰყავს სამი, ამ პირობებში იღებენ თუ არა ისინი შემოსავალს”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, არ შეიძლება ხალხის ბიუჯეტიდან ამ პირობებში მაღალჩინოსნები მსგავს თანხებს იღებდნენ ხელფასების სახით.

დაწერე კომენტარი