„იქ რამდენიმე ადგილზე მუშაობს“ – სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ ედუარდ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი?

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილიშვილების ადგილსამყოფელსა და საქმიანობაზე საუბრობს.

„უფროსი შვილიშვილი მუშაობს ბერლინში, სამწუხაროდ ვერ ჩამოდის თბილისში, ლექციებს კითხულობს საქართველოში ონლაინ რეჟიმში. უმცროსი სწავლობს.

უფროსი შვილიშვილი მეუღლესთან ერთად ამერიკიდან ბერლინში გადავიდა. იქ რამდენიმე ადგილზე მუშაობს. მისი ცოლი მაგისტრატურაზე სწავლობს და არ მუშაობს.

უნდოდათ ჩამოსვლა, მაგრამ არც ფრენაა და სპეცრეისით ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.

სანდრა თბილისშია, რამდენიმე ადგილას მუშაობს, საქველმოქმედო საქმიანობა, ზუგდიდში სარეაბილიტაციო ცენტრი, ასევე საქართველოს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს,”- განაცხადა ალასანიამ.

დაწერე კომენტარი