95 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

იტალიელი ქალი

95 წლის ქალბატონი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახლავთ იტალიაში, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ Independent წერს.

ალმა კლარა კორსინი კორონავირუსისგან ანტივირუსული მკურნალობის გარეშე განიკურნა.

ქალბატონი საავადმყოფოში 5 მარტს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. ახლა ის უკვე საკუთარ სახლში იმყოფება – მოდენას პროვინციაში.

მან მოდენას გაზეთთან საუბარში აღნიშნა: „დიახ, მე კარგად ვარ. იქ კარგი ადამიანები იყვნენ, ყველანი კარგად ზრუნავდნენ ჩემზე“.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, WHO-მ (ჰანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია ინფექციის აქამდე უცნობი შტამით. ამჟამად, იტალიაში 69,176 ადამიანია ინფიცირებული. აქედან, 6,820 შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ხოლო 8,326 შემთხვევა გამოჯანმრთელებით.

loading...

პოპულარული

"როგორ შეიძლება ექიმი რომელიმე პარტიას მიეკუთვნებოდეს?! როგორ შეიძლება მე, როგორც ექიმმა გავარჩიო პოლიტიკური ნიშნით პაციენტი" - მელია გოგაშვილის თავდასხმას პასუხობს
"მიგზავნიან სიას-ექიმების პირად მონაცემებს, სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დედ****ულს უნდა დავურეკო დახმარებისთვის?" - სუს-ის ყოფილი უფროსი ანზორ მელიას და ქართველ ექიმებს თავს ესმის
დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
"ამერიკა არ არის კორონავირუსთან ბრძოლისთვის მომზადებული, არც ექთნები და ექიმები არიან დაცულნი ინფიცირებისგან" - ამერიკელი ექთნის ემოციური ვიდეო მიმართვა
დაწერე კომენტარი