იტალიაში ქალზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის პოლიცია

იტალიური მედიის ინფორმაციით,ქალზე ძალადობის ბრალდებით ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.კარაბინერებმა 24 წლის გ.ა. მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ნეაპოლის ქუჩაში ქალს სასტიკად უსწორდებოდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ჰოსპიტალში 10 დღე დარჩება.

გამოძიების ინფორმაციით, ქალმა უკვე დაწერა საჩივარი, სადაც ამბობს, რომ დაკავებული მას ხშირად სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა, თუმცა მსხვერპლს პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს. სასამართლომ დაკავებულს ერთი წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერე კომენტარი