იტალიაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს დროებით ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ

იტალია

იტალიაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს დროებით ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას მისცემენ.

საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ.

„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგს და ბოლოს მოვიღებთ დასაქმების შავ ბაზარს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

ამასთან, მიგრანტებისთვის „ჯანდაცვა ადეკვატურ დონზე“ გარანტირებული იქნება.

ახალი კანონი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე ჩავიდნენ, უფლებას მისცემს, მოითხოვონ ქვეყანაში 6 თვით ლეგალურად ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, გარდაიქმნას მუშაობის უფლებად.

შესაბამისად, სოფლის მეურნოების სექტორში, ასევე სახლში დამხმარეებად და მომვლელებად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იტალიაში ლეგალურად იცხოვრებენ და იმუშავებენ.

იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალქეებმა უნდა შეძლონ, დაამტკიცონ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ან სახლში დამხმარედ მუშაობის გამოცდილება აქვთ.

შესაბამისი დოკუმენტების შევსება მათ პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე შეეძლებათ.

დაწერე კომენტარი