იტალიაში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

იტალიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, მიწისძვეშა ბიძგების ეპიცენტრი კალაბრიის რეგიონში, 33 კილომეტრის სიღრმეში ღამის საათებში დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა საერთო ჯამში ათობით ბიძგი დააფიქსირეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიწისძვრა დასახლებულ პუნქტებშიც იგრძნეს, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგების გამო მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, თუმცა ერთმანეთს შორის ერთ მეტრიან დისტანციას იცავდნენ.

vიტალიაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობაა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 27 980 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობა 2 158-ს შეადგენს. ამასთან, იტალიაში ახალი კორონავირუსისგან 2 749 ადამიანი განიკურნა.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
სამველ პეტროსიანი დააკავეს, ენზელ მკოიანი თავისუფალია - ახალქალაქში "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება
დაწერე კომენტარი