იტალიაში კორონავირუსის ეპიდაფეთქება კვირების განმავლობაში ვერ შენიშნეს – ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ინფექციის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ჩრდილოეთ იტალიაში ჯერ კიდევ იანვრის პირველ რიცხვში არსებობდა.

იტალიის ეპიდაფეთქების ეპიცენტრის, ლომბარდიის რეგიონის ეპიდემიოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დაავადების სიმპტომები ქვეყანაში პირველ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე (20 თებერვალი) რამდენიმე კვირით ადრე დაფიქსირდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ლაბორატორიულად დადასტურებული 6000-მდე შემთხვევა შეისწავლეს და რეგიონში გავრცელების მიზეზის საპოვნელად მათ კვალს გაჰყვნენ. კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

ინფექციურ დაავადებათა მოდელირების სპეციალისტი მიშელ ტიზონი ამბობს, რომ იანვარში მომხდარი შეუმჩნეველი გავრცელება „განსაცვიფრებელია“. მისი თქმით, ამ დროს ჩიტალიაში ჯერ კიდევ ვირუსის სამშობლოზე, უხანზე ლაპარაკობდნენ.

იმ დროს, როდესაც იტალიაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსი უკვე მოდებული იყო სამხრეთ ლომბარდიის ქალაქების უმეტესობას. მომდევნო რამდენიმე კვირის შემდეგ, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების თითქმის ნახევარს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, მათგან მეხუთედს კი ინტენსიური მზრუნველობა.

კვლევის ავტორების თქმით, ლომბარდიას ეპიდაფეთქების ახალი სურათი ნათლად გვიჩვენებს, რომ „აგრესიული შემაკავებელი სტრატეგიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ დაავადების გავრცელები შესაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ პირველი დადებითი ტესტიდან სამი დღის შემდეგ, იტალიის მთავრობამ საჯარო აქტივობები და შეკრებები აკრძალა, წინა კვირებში ვირუსის შეუმჩნეველმა გავრცელებამ საბოლოოდ გაიმარჯვა – ყოველ სამ დღეში ერთხელ შემთხვევების რაოდენობა ორმაგდებოდა.

ტიზონის თქმით, ეს მონაცემები იმ ქვეყნებისთვისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებიც ეპიდაფეთქებებისთვის ემზადებიან.
რას გვირჩევს მკვლევარი?

„მოემზადეთ. მერე რა, ჯერ საფრთხეს თუ ვერ ხედავთ“.

მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.

loading...

პოპულარული

"პრმეიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ განიხილება, თემის გაჟღერება თაკო ჩარკვიანის პირადი აზრი იყო"- "ძალა ერთობაშია"
"ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძე პრემიერის პოსტზე არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული" - უდუმაშვილი
"ედპ-ის სახელით კოალიციაში პრემიერის პოსტზე მხარს დავუჭერ მხოლოდ რეალისტურ კანდიდატს და ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე" - ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის გეგმებზე
"თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, შეთანხმება ივანიშვილის მიერაა ჩაშლილი" - გიგა ბოკერია
"8 მარტის შეთანხმების ყვცელა პირობის დაცვა იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის წინაპირობა"- ლევან ბეჟაშვილი
თამო ვარშალომიძე ორსულადაა- ვისგან აჩენს ბავშვს ქართველი სექს სიმბოლო(ვიდეო)
1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
"მცემეს... ძმაო, ასფალტზე მარტყმევინეს სახე" - ქუთაისში, პოლიციის მიერ მამაკაცის სასტიკი დაკავების კადრები
„ყველაზე სექსუალური ქალი საქართველოში“ - სოფია სებისკვერაძის ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს
დაწერე კომენტარი