“ის, რომ ირაკლი ჩემი მეგობარია და “ნაცმოძრაობა” მძულს მისი არსით, არ მაკარგინებს ობიექტურობის შეგრძნებას”

გოგონა

“ქალები მომავლისთვის” ხელმძღვანელი და ბიზნესფედერაციის ბორდის თავმჯდომარე ნინა კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება.

“იყო დრო, ჩემი პოსტების და კომენტარების გამო კინაღამ დამხვრიტეს, ბიძინას წერილი რომ არ გამოქვეყნებულიყო 2011 წლის ოქტომბერში ჩემ შვილს საჭმელი, სასმელი და დედა  არ ეყოლებოდა! ირაკლის ეს საუბარი მჯერა, რომ “ქართუს” დირექტორობის დროინდელია, მე, რომ შავი მანქანა დამყვებოდა და მის შვილებს,  სადმე ფეხი არ დაგვცდენოდა რომ ავეყვანეთ, დავეჭირეთ ისე როგორც ჩემი ოჯახის წევრები! 

ის, რომ უნდა გამოიძიონ და დადონ უტყუარად რა ჩანაწერია, ვისი დროინდელია და ა.შ. მაგაში ორი აზრი არ არსებობს! ის, რომ ხალხს ძალიან მოგვბეზრდა და დავიღალეთ ფარული ჩანაწერებით პოლიტ დღის წესრიგის შექმნის, ეგეც ფაქტია! ხალხს რომ პროგრესი და წინსვლა გვინდა, ეგეც დაკვეთააა ერის და დაასრულდეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ეს მარაზმი!!! 
 
ის, რომ ირაკლი ჩემი მეგობარია და “ნაცმოძრაობა” მძულს მისი არსით, არ მაკარგინებს ობიექტურობის შეგრძნებას და ამ ობიექტურობას ქვია ქვეყნის პროგრესის სურვილი! წინსვლა მინდა მეტი არაფერი! 

გამოვიძიოთ და ყველამ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა ვატაროთ ამ ქვეყანისთვის!”, – წერს ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში. 

დაწერე კომენტარი