“ის, რასაც თქვენ იყენებთ უხშრესად, არის ქირურგიული ნიღაბი: გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს”

ექიმი ანანო ქავთარაძე სოციალურ ქსელშიი წერს:

ნახევარი ქალაქი დადის ნიღბებით, დეფიციტია და ლამისაა აქციები დაიწყოს ნიღბების მოთხოვნით:
➡️ის, რასაც თქვენ იყენებთ უხშრესად, არის ე.წ ქირურგიული ნიღაბი:
➡️გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს, სწრაფად კონდენსირდება და გამოყენებისათვის უვარგისი ხდება.
➡️უნდა გამოიცვალოთ დანოტივებისთანავე, ან 2-3 სთ. ში ერთხელ.
➡️აღნიშნული ნიღაბი ინფიცირებული(ან, პოტენციურად ინფიცირებული) ადამიანისგან იცავს სხვებს.
➡️ჯანმრთელი ადამიანების მიერ მის გამოყენებას შესაძლებელია ქონდეს მექანიკური დაცვის მომენტი, ვინაიდან ნაკლებად იკიდებთ ხელს ცხვირ-ტუჩს არეში. გიცავთ შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებისგან, მაგრამ ის ატარებს მცირე ზომის ნაწილაკებს.
➡️ მრავალი კვლევის თანახმად,
დამოუკიდებლად, მხოლოდ ნიღბის გამოყენება არ ამცირებს ავადობის რისკს, აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად, თბილი წყლითა და საპნით. კომბინაცია ამცირებს ავადობის რისკს, მათ შორის ინფიცირებული ოჯახის წევრის შემთხვევაში.
➡️0. 3 მიკრონზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს არ ატარებს ნიღაბიN95. შესაბამისად მას მეტად აქვს ჯანმრთელი ადამიანის დაცვის ფუნქცია, თუმცა არა სრულყოფილი.
➡️ქირურგიული ნიღბის მოხმარების მხოლოდ 1 სწორი გზა არსებობს:ცისფერი(ან სხვა ფერადი) ზედაპირი გარეთ.თუ ორივე მხარე თეთრია, აუცილებლად ნახავთ ნიშნულს, საით უნდა იყოს მიმართული ესა თუ ის მხარე.
➡️ თეთრი და ფერადი მხარე, რომ თითქოსდა სიგნალია, დაავადებულს უკეთია თუ ჯანმრთელს, მითია! არანაირი მსგავსი სიგნალი, ნიშანი, ინდიკატორი არ არსებობს))
➡️1-1 კიდეში არსებული რკინა უნდა მოთავსდეს მჭიდროდ ცხვირზე.
➡️ ნიღაბი უნდა ფარავდეს როგორც პირს, ასევე ცხვირის ნესტოებს სრულად!
➡️მიიღეთ ადკვატური რაოდენობის სითხე, იძინეთ კარგად, იკვებეთ ჯანსაღად, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ნუ ივლით საზ. თავშეყრის ადგილებში. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს/პედიატრს.

‼️და კიდევ ერთხელ: ბანანით არც გრიპის ვირუსი შეგეყრებათ და არც შიდსის 🙂
❗ბორის მჟავა, წყალბადის ზეჟანგი, სოდა და ძმანი მათნი ვერც დაგიცავენ ვირუსისგან და ვერც გიმკურნალებენ.
❗შესაბამისად- მოეშვით თვიშემოქმედებას.
❗ვაქცინაცია(არც გრიპის და არც სხვა) აუტიზმს არ იწვევს!
‼️მომავალ წელს მაინც აიცერით.
❗კიდევ კარგი ლუგარის მსგავსი ლაბორატორიები არსებობს დედამიწაზე, თორემ აქამდე ან შავი ჭირი ამოგვწყვეტდა ან ყვავილი.

გისურვებთ ჯანმრთელობას <3

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი