“ის მას მოიშორებს” – ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილს გახარიას რეიტინგი აშინებს

გახარია

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ნათია მეზვრიშვილის შემდეგ თანამდებობას უკვე გიორგი გახარია დატოვებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, წარუმატებელი არჩევნების შემდეგ, პრემიერმინისტრის პოზიციები ხელისუფლებაში შესუსტდა და მისი წასვლა ახლა მხოლოდ დროის ამბავია.

ვრცელდება სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით, გიორგი გახარიას ნათია მეზვრიშვილის მინისტრთა კაბინეტში ხილვა სურდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილისგან თანხმობა ვერ მიიღო. 

ძალიან დასუსტდა გახარაის პოზიციები. მან ვერ მოიგო არჩევნები. მან (მეზვრიშვილმა) პირადად გახარიას მოუხადა მადლობა და ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ გახარიამაც ძალიან დაკარგა პოზიციები და ალბათ არც ის იქნება პრემიერმინისტრი და მომავალი პრემიერის კაბინეტში ალბათ მეზვრიშვილის ადგილი არ არის” ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მე ვიფიქრებდი, რომ დიდი ალბათობით ის ვეღარ შეინარჩუნებს პრემიერმინისტრის თანამდებობას. ახლა, როგორც არასდროს ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ მის დავალებას და რეიტინგის არც ერთი პროცენტი არ ექნებათ. გახარიას მეტ- ნაკლებად გარკვეული რეიტინგი აქვს, შესაბამისად  ივანიშვილი ასეთ ადამიანებს უფრთხის და ის მას მოიშორებს” – ამბობს ანი მიროტაძე.

დაწერე კომენტარი