„ის არის კავშირში ჩემი შვილის გატაცებასთან“ – 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის დედა

ნებიერიძე იაგო

გორში, 2004 წელს გატაცებული და ამ დრომდე გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედა ხათუნა რაზმაძე ამბობს, რომ ოჯახმა არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ბიჭის უგზოუკვლდ დაკარგვის საქმე გაიხსნება. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

„2004 წელს იაგო ნებიერიძეს ბრალი ვერ წაუყენეს გატაცებისთვის, ის თაღლითობისთვის დააკავეს. დაველოდოთ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, გაირკვევა ყველაფერი. ნამდვილად ის არის კავშირში ჩემი შვილის გატაცებასთან. 2004 წელს იაგო ნებიერიძე ავტოფარეხს აკეთებდა ჩვენთან და იქ გაიცნო ჩემი შვილი. მან დაწერა წერილი, რომელიც მივიღე და ეს აღიარა კიდეც. ითხოვდა 20 ათას დოლარს, მაგრამ არ გადაგვიხდია. ველოდებით, რომ ნამდვილად გაიხსნება ეს საქმე”, – განაცხადა ხათუნა რაზმაძემ.

ცხედრის გორში, ახალბაღის ეძებენ. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები გუშინ გვიან ღამით დაიწყეს.

იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის ბავშვის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის შესახებ ინფორმაციამ ხელახლა 8 წლის გოგონას მკვლელობის შემდეგ გაიჟღერა. დაკარგული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, თუმცა მას გამოძიებამ თავის დროზე ბრალი გამოძალვის მუხლით წაუყენა.

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი