“ის არაერთ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს”-ტაო-კლარჯეთში უცნობი წარწერა აღმოაჩინეს

თურქეში, სოფელ მერენესში, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, უცნობი ასომთავრული წარწერა აღმოაჩინეს.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის ცნობით, წარწერა წყლის არხის გაყვანის დროს, მიწაში 11 ივლისს იპოვეს. აქვეა ეკლესიის ფრაგმენტები.

ასომთავრული წარწერის ტექსტში ქართველი მეფეების შესახებ ცნობებია დაცული. ამ წერია, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი.

მერენესის მე-10 საუკუნის ასომთავრული წარწერის კვლევა გაგრძელდება და მეცნიერთა ვარაუდით, იგი ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს.

წარწერის ტექსტი: „[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?)“.

წყარო: “patrioti-tv.ge”

 

loading…

პოპულარული

„გამიშვან, მიშას დავბრიდავ, იარაღიც არ დამჭირდება...“ - ახალი სკანდალური ჩანაწერი, სადაც მირზა სუბელიანი სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს (ვიდეო)
მირზა სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა, ახლა კი სუბარს და კახიშვილს ემუქრება - ახალი სკანდალური ჩანაწერი
„ბადრი პატარკაციშვილის ნეიტრალიზაციის დამგეგმავები პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით“ - გია ხუხაშვილი
"დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციას პასუხობს
"ივანიშვილი ჩოქბჯენიდან არ უნდა ადგეს... ბებიის სკივრიდან ამოღებული იაფფასიანი ტრიუკების იმედი ჰქონდა" - სააკაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზე
"ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში... აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას, ვისაც პოულობდნენ" -ქერჩის კოლეჯის დირექტორი (ვიდეო)
"თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით რომ არც ისე ცუდად არის საქმე... " - ნიკუშა შენგელაიას მეუღლე
თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე - პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
დაწერე კომენტარი