მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ჩეხეთიდან ევროპარლამენტის წევრი შეუერთდა

ევროპარლამენტის წევრი

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას, კონსტიტუციის მოედანზე რადასთან, შეუერთდა ევროპარლამენტის წევრი ჩეხეთიდან, იარომირ შტეტინა. როგორც მან “კურიერთან” განაცხადა, ის უკრაინაში სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩავიდა და მასთან შეხვედრასაც გეგმავს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

”სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ვიცნობ, ჩემს მეგობრად მიმაჩნია, ჩემი აზრით აქ სააკაშვილი არ ასრულებს მთავარ როლს. მთავარ როლს ასრულებს ის, რომ ხალხს აწუხებს ამ ქვეყანაში არსებული კორუფცია. სააკაშვილმა აჩვენა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია, ეს მან საქართველოში შეძლო. 3 წლის წინ მე მაიდანზე ვიყავი რამდენჯერმე, დღევანდელი მოვლენები შესაძლოა მას შევადარო, თუმცა ხალხი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება მიხელ სააკაშვილის დაკავების მცდელობას, ვნახე ვიდეო მასალა, ვფიქრობ, რომ მიღებული ძალისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას. ისინი დილის 7 საათზე შეიჭრნენ, თითქოს ვიღაც დამნაშავე უნდა აეყვანათ. ხელისუფლებას ეს არ გამოუვიდა,”- აღნიშნა შტეტინამ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა უკვე შეძლო ისტორიაში შესვლა.

loading…
გააკეთე კომენტარი!