ისრაელში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ: „ევროვიაზია” ტერორისტების სამიზნეა?!

The Israeli flag flutters in front of the Dome of the Rock mosque and th city of Jerusalem, on December 1, 2017. US President Donald Trump may recognize Jerusalem as the capital of Israel. The international community says Jerusalem's status must be negotiated between Israelis and Palestinians. Israel occupied east Jerusalem in the 1967 Six-Day War and later annexed it in a move never recognised by the international community. / AFP PHOTO / THOMAS COEX (Photo credit should read THOMAS COEX/AFP/Getty Images)

ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივში „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის დროს ტერაქტების შესაძლო საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საელჩოს ცნობით, ისრაელში ბოლო პერიოდის განმავლობაში პალესტინის მხრიდან სარაკეტო თავდასხმები გახშირდა.
აღსანიშნავია, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი 14 მაისიდან 18 მაისამდე გიმართება, ხოლო 14 მაისს იერუსალიმში ამერიკის საელჩო გახსნის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, რასაც ღაზას სექტორში შესაძლოა უკმაყოფილება მოჰყვეს.

ასევე, 15 მაისს პალესტინელები ნაკბას აღნიშნავენ. ეს დღე 1948 წლის ომს უკავშირდება, რა დროსაც ათასობით პალესტინელი დევნილად იქცა.

საელჩოს განცხადებით, ტერორისტებმა შესაძლოა კონკურსი ტერორისტული თავდასხმისთვის გამოიყენონ.

საელჩო აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.

ცნობისთვის, ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე“ პირველ ნახევარფინალში დღეს მე-11 ნომრად წარდგება.

ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს წელს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. 

პრაიმტაიმი

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი