ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყოს

ისრაელი საქართველო

ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყოს, – ამის შესახებ ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღანელმა, ,,ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა, იციკ მოშემ ,,საქმის კურსში“ განაცხადა.

,, მალე გვექნება საპილოტე გეგმა, რომლის თანახმადაც ადამიანები ისრაელში სამუშაოდ წასვლას ორგანიზებულად შეძლებენ და მათ არ მოუწევთ ამისთვის თანხების გადახდა, ჩვენ ვართ წინააღმდეგი, რომ ადამიანები ისრაელში სამუშაოდ ფულის გადახდის შედეგად წავიდნენ, ეს უნდა იყოს უანგაროდ.

რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, მე ვურჩევ ადამიანებს, რომ არანაირი თანხა არ გადაიხადონ, ვინაიდან, თუ ეს საპილოტე გეგმა მოგვარდება, მოწესრიგდება და იქნება წარმატებული, ისინი შეძლებენ ისრაელში სამუშაოდ ოფიციალურად ჩავიდნენ. ამ პილოტ გეგმის თანახმად კვოტა შესაძლოა იყოს დაწყებული ასიდან, დამთავრებული 10 ათასამდე. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მხოლოდ საქართველოდან იყოს კვოტა და იყოს ათობით ათასი, ისრაელს სჭირდება ძალიან ბევრი თანამშრომელი, პროფესიონალები სამშენებლო სფეროში, სოფლის მეურნეობაში. ამ პროცესის მოგვარება ორივე ქვეყნის მთავრობის აქტიურ მუშაობას საჭიროებს “ – განაცხადა იციკ მოშემ.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი