„ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე თვე იჯდა „ფაიზერის” ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა“ – რაში ხედავს გამოსავალს ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე

„ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არამარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა. ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა „ფაიზერის” ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

მისივე თქმით, საქართველოში ამგვარი რამ არ მოხდება.

„ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს, მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არამგონია რომ მხოლოდ მსგავსი გზით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა”, – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

წყარო: bm.ge

დაწერე კომენტარი