ისრაელის ტერაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ისრაელის ტერაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დადგენილია თავდამსხმელი მძღოლის ვინაობა. ის 28 წლის პალესტინელი ფადი ქუნბორია აღმოსავლეთ იერუსალიმიდან, რომელსაც სავარაუდოდ ისლამურ სახელმწიფოსთან ქონდა კავშირი.

cyc

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარალელი გაავლო ევროპაში მომხდარ მსგავს თავდასხმებთან, თუმცა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

თავდამსხმელი, რომელმაც 4 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა შემთხვევის ადგილზევე მოკლეს. ბოლო მონაცემებით 17 ადამიანია დაშავებული. მომხდარის გამო პრემიერმა მინისტრთა კაბინეტთან გამართა შეხვედრა და აღმოსაველთ იერუსალიმში გადაადგილების შეზღუდვები დააწესა.

გუშინ პატრულირების დროს ისრაელის პოლიციას პალესტინელებმა სადღეასწაულო ასაფეთქებლები ესროლეს, თუმცა არავინ დაშავებულა. ღაზის სექტორში ჰამასის ათასობით აქტივისტიც გამოვიდა საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი