ისნის რაიონის გამგეობამ შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ისნის რაიონი

ისნის რაიონის გამგეობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

გამგეობის ორგანიზებით, ისნის ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურულ-გასართობი ღონისძიება „მაგიური საღამო“ გაიმართა.

ღონისძიებას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე დაესწრო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 50 ბავშვს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

3 დეკემბერი მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

იტვირთება…

პოპულარული

9 დღის წინ, გორიდან გაუჩინარებული დები რუსთავში იპოვეს
"თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო და მ.კ. ს-თან ერთად წინასწარ დაგეგმა რაც უნდა მომხდარიყო"- ზაზა სარალიძე სუბელიანს პასუხობს
17 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
მოსკოვში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული
დაწერე კომენტარი