„ისეც მოიქცა რა სტილის ქალიცაა…“- სიხარულიძე ინაშვილსა და „რუმსის“ ინციდენტზე

გივი სიხარულიძე

„მე საერთოდ არ მიყვარს აქტიური ქალები. ეს არ მომწონს, რომ იმას მიუხტა, იქ იჩხუბა. ქალი მომწონს ნაზი, ფაქიზი, გრძნობებით სავსე, მაგრამ რადგანაც ეგ რევოლუციონერი ქალია, ალბთ მან ჩათვალა საჭიროდ, რომ მიხტომოდა და გამოეწვია, შეიძლება თავურიც დაერტყა, ეგ მაგ სტილის ქალია და ისეც მოიქცა, რა სტილისაცაა.”- ასე აფასებს „რეზონანსთან” მწერალი და მსახიონი გივი სიხარულიძე, 10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში” საერთაშორისო კონფერენციაზე, „პატრიოტთა ალიანსის”ლიდერის ირმა ინაშვილის მისვლას და იქ მომხდარ ინციდენტს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუმსში” მიმდინარეობდა, ტელეკომპანია „ობიექტივის” გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი დახვდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

„მე აშშ-ს დიდ პატივს ვცემ და მის ახლანდელ პრეზიდენტსაც, მაგრამ ქალის მიმართ აშშ-ის წარმომადგენლის ქმედება არაფრით არ მოეწონა. როგორ უნდა გამომიყვანოს ქალმა მდგომარეობიდან, როგორც გინდა ქალი ყვიროდეს, შენ მამაკაცი ხარ, თავი უნდა აიყვანო და პანიკაში არ უნდა ჩავარდე”, – აცხადებს გივი სიხარულიძე.

რეზონანსი

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი