“ისეთი გემრიელია, ჭამას დაიწყებთ და ვეღარც გაჩერდებით” – რას წერს The New York Times ქართულ წითელ ლობიოზე?

ამერიკული გამოცემა The New York Times ქართულ ლობიოზე წერს

“ხაჭაპურის დაგემოვნების შემდეგ “ჯორჯიული” (ქვეყანა და არა შტატი) საჭმელები ბევრ ამერიკელს უყვარდება. ზოგიერთისთვის ყველაზე გემრიელი ხინკალია. ჩემთვის კი ქართული კერძები მოხარშული ლობიოთი იწყება”, – წერს გამოცემის ჟურნალისტი მელისა კლარკი და ლობიოს მიმართ თავისი სიყვარულის მიზეზს განმარტავს:

“პირველად ლობიოს სახელი ჩემი მეგობრისაგან – ალისა ფეირინგისაგან გავიგე, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა. იგი ღვინის დამზადების უძველეს ქართულ ტრადიციებს იკვლევდა და ამის შესახებ წიგნიც აქვს დაწერილი. ალისა დიდხანს მიყვებოდა ქართული ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძების შესახებ, აქებდა ქართულ

პომიდორს, თუშეთში მოყვანილ კარტოფილს და განსაკუთრებით წითელ ლობიოს, რომელიც საუკეთესო გემოვნებით გამოირჩევა”.

სტატიის ავტორს მადისაღმძვრელად აქვს აღწერილი კაკლით, ნივრით, მწვანილით და სხვა ქართული სანელებლებით შეკაზმული ლობიო. იქვე მოცემულია მისი მომზადების წესიც. “ჭამას დაიწყებთ და ისე მოგეწონებათ, ვეღარც გაჩერდებით”, – ხაზს უსვამს მელისა კლარკი ლობიოს განუმეორებელ და მიმზიდველ გემოს.

nytimes.com

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი