“ისეთები წავიკითხე და ისეთი K რაოდენობით, ღმერთო! მტერს და ავსაც ვერ ვუსურვებ” – პაატა ქურდაძე

ამასუკელი

მწერალი პაატა ქურდაძე პოეტ რეზო ამაშუკელთან დაკავშირებულ უარყოფით კომენტარებს ასე ეხმაურება:

,,ამასობაში, რეზო ამაშუკელთან ბრძოლაში, თავად გადაქცეულან “რეზო ამაშუკელებად”… ისეთები წავიკითხე და ისეთი K რაოდენობით.!.. ღმერთო! მტერს და ავსაც ვერ ვუსურვებ!

ასეთებს ამაშუკელიც კი ვერ ქაჩავდა თავის კლასიკად ქცეულ ვიდეოპერფომანსებში

რა სამწუხაროა, კულტურული ანტროპოლოგია რომ არ არის განვითარებული ჩვენს ქვეყანაში, თორემ თანამედროვე ქართულ წყევლა-კრულვაზე და ლანზღვა- გინებაზე საინტერესო ფენომენი “სიღრმისეული” მეცნიერული კვლევებისათვის, არ მგონია ბევრი იყოს მსოფლიოში… არა, რა… მართლა განსაკუთრებულად ნიჭიერი ერი ვართ, მაგრამ სამწუხაროდ ზარმაცი”-წერს ქურდაძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი