“იტყვი რამეს? ისევ შენ გაგლანძღავენ, რომ ნაგვიდან დინგი ამოაყოფინე… ჰოდა, კი ახვევს ეს ხალხი ისტორიის სცენიდან!”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია Facebook-ის პირად გვერდზე  სტატუსს აქვეყნებს:

მხოლოდ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით. სამჯერ, გესმით?! ამის გათვლა ნუთუ ძნელი იყო? მაგრამ როცა ამას ვამბობდით ვიზალიბერალიზაცია რომ მივიღეთ, ლიბერასტები კიოდნენ: არაო, ევროპას ნახავენ და უკან უკეთესები დაბრუნდებიანო…

სამაგიეროდ გვაქვს სრულიად ლიბერალური საიმიგრაციო და დასაქმების კანონმდებლობა: ვინც უნდა შემოდის, დასაქმდება, მალე მოქალაქეობასაც უპრობლემოდ იღებს. სხვები ადვილად მკვიდრდებიან და აღწევენ წარმატებას იქ, საიდანაც ქართველი ევროპაში გაიქცა ძ…რის საწმენდად!

იტყვი რამეს? ისევ შენ გაგლანძღავენ, რომ ნაგვიდან დინგი ამოაყოფინე… ჰოდა, კი ახვევს ეს ხალხი ისტორიის სცენიდან!

loading…

პოპულარული

"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი
დაწერე კომენტარი