ირაკლი ხელაძე შეშის დარიგების პროცესს გაეცნო

ნაძალადევში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს შეშა დაურიგდათ. რაიონის მასშტაბით, სულ 1000-მდე ოჯახს გამოეყო დახმარება. შეშის დარიგების პროცესს, რომელიც დღეს დასრულდა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

15740846_1164301707020294_3316818094174110149_n-copy

„მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დახმარება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის. შეშის მარაგი მიიღეს ყველა იმ კომპაქტური ჩასახლების მცხოვრებლებმა, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ არის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. შენობები, სადაც უკანონოდ შესული მოსახლეობა ცხოვრობს არ არის მათ საკუთრებაში, სწორედ ამ მიზეზით ვერ ხერხდება ჯერჯერობით ამ ჩასახლებების გაზიფიცირება და ელექტროფიცირება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

თითოეულმა ოჯახმა 1,5 კუბური მეტრი შეშა მიიღო, სულ 1600 კუბური მეტრი დარიგდა. ამისათვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 148 800 ლარი გამოიყო.

15676197_1164302840353514_5646091447661301237_o-copy

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
უმძიმესი ვიდეო - მანქანამ, რომელიც პარლამენტის შენობაში შედიოდა, პოლიციელს გადაუარა
დაწერე კომენტარი