ირაკლი ჩიქოვანი: მოქალაქეების ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ამის აღმოსაფხვრელად 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება ტელეგაკვეთილები

ჩიქოვანი ინტერნეტზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სკოლებთან მიმართებით იყო გარკვეული შეზღუდვები, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მისივე თქმით, 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება ტელეგაკვეთილები.

„როგორც იცით, სწავლა შეზღუდულია როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა სკოლებთან მიმართებით იყო გარკვეული შეზღუდვები, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. ზუსტად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება ტელეგაკვეთილები, რომლებიც ყველა კლასის მოსწავლეს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მიიღოს მისთვის საჭირო საგანმანათლებლო ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი