ირაკლი ღარიბაშვილი – ნატო-სთან მიმართებით უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინები, ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ მზად

ნატო-სთან მიმართებით უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს თღავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

მისი თქმით, არ არის სწორი ცრუ მოლოდინების შექმნა.

„რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას და მოლოდინებს, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინები. არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გავუჩინოთ და შემდეგ იმედები გავუცრუოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო კომუნიკაციით ვატარებთ სწორ პოლიტიკას, სწორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან, მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ ჩვენი პოლიტიკა, ვიტყოდი ორ სიტყვაში – ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ ვიყოთ მზად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოპულარული

დედაქალის მერს ნერვებმა უმტყუნა - კახა კალაძემ ვარკეთილში, აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა (ვიდეო)
შორენა ბეგაშვილის რჩეული ე.წ კანონიერი ქურდია? - ვის გამო დაანგრია სექს-სიმბოლომ ოჯახი?
უკრაინული იარაღის მწარომებლის უახლესი ტექნოლოგია, რომელმაც დონბასში მყოფ რუსულ საოკუპაციო ძალებში პანიკა გამოიწვია (ვიდეო)
ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა - ახალი დეტალები
დაწერე კომენტარი