ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

პიკასო

ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

ირაკლი ნოზაძე დღეს გამომძიებლებმა საავადმყოფოში დაკითხეს. როგორც მისმა ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ განაცხადა, ირაკლის პოზიცია ასეთია, რომ საქმეში ნარკოტიკები არაფერ შუაშია და კონფლიქტი ვალს უკავშირდება.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა 29 ივნისს შეუფარდა.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 25 ივნისს დაჭრეს.

დაკავებულია ორი პირი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

პოპულარული

კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი