ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ხვდება

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, ხვდება.

შეხვედრა პარლამენტის შენობაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წარუდგინა, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვა. დეკემბრის ბოლოს საკითხის განხილვა გადაიდო, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი იუსტიციის საბჭოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე მოხდება, რომელშიც დაინტერესებული მხარეები ჩაერთვებიან. 

პოპულარული

შოკისმომგვრელი ფაქტი - 13 წლის დები ძმისგან დაორსულდნენ, დედამ იცოდა და ბიჭს ხელს აფარებდა
გინესის რეკორდსმენი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი ჟიზელი 39 წლის გახდა(ფოტოები)
"გაოგნებული ვუყურებდი, როგორ რისკავდი იმიჯით, შვილებით, ცოლით, სიცოცხლით...თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი" - მაიკო ლომიძე
"ქიბარ ხალვაში "რუსთავი2-ში" იყო შემთხვევით და ფორმალურად" - ბიძინა ივანიშვილის აღიარება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი