„ირაკლისგან ჩემი ქალიშვილის ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო,ჩემი სიძე პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის…“ – თამაზ თამაზაშვილი

ღარიბა

ჟურნალი „სარკე“ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრთან, ცნობილ გენერალთან, თამაზ თამაზაშვილთან 2014 წელს ჩაწერილ ინტერვიუს ახალ ნომერში აქვეყნებს.

თამაზ თამაზაშვილი იხსენებს, როგორ გაიცნო სიძე:

„ირაკლის ვიცნობდი, ვიცოდი, რომ ნორმალური ბიჭი იყო. მოვიდა, გოგოს ხელი მთხოვა და გავატანე. ცოტა მოულოდნელი კი იყო მისგან ჩემი ქალიშვილის ხელის თხოვნა, მაგრამ მომეწონა და გავატანე. ვაჟკაცური, ინტელექტუალური, მაგარი ბიჭი იყო. ჩემი სიძე პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის. წარმატებული კიკბოქსინგელი იყო, ერთი პერიოდი საფრანგეთის ჩემპიონატზეც გამოდიოდა. როცა იქ სწავლობდა, სორბონის უნივერსიტეტში. სულ სწავლობდა, ვარჯიშობდა, საქმეს აკეთებდა… ბავშვებსაც ეკლესიურად, ჯანსაღი ცხოვრების წესით ზრდიან… ირაკლი გონიერი ბიჭია, რაც კარგია, იტაცებს, რაც ცუდია, ახლოს არ იკარებს, ვინც გინდა, უთხრას. თვითონ წყვეტს, რა გააკეთოს…“

დაწერე კომენტარი