„იპოვეს შორტი და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა“ – სვანეთში დაკარგული მოზარდის მამა

ფილფანი

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდს მამა, დავით ფილფანი, ამბობს, რომ პოლიციამ შორტი და ქუდი იპოვა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ნივთები მის შვილს არ ეკუთვნის. დავით ფილფანის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ 13 წლის მოზარდი თბილისში იმყოფება.

„ამ მომენტისთვის სიახლე არაფერია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. გვეხმარება უამრავი ადამიანი, განცხადებებს აკრავენ და ავრცელებენ თავიანთ ახლობლებში. ვფიქრობთ რომ შეიძლება ახლა თბილისისკენ წამოსულიყო. პოლიციამ იპოვა შორტები და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა. არც ველოსიპედის კვალი ჩანს სადმე. ახლა ისღა დაგვრჩენია, გამოძიებას დაველოდოთ“, –  განაცხადა დავით ფილფანმა.

დაწერე კომენტარი