იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, სოსო გოგაშვილმათანამდებობა დატოვა. გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის გადადგომის მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის  ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი