ინფორმაციის 90%-იანი სიზუსტით ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ანტისაჰაერო სისტემით იქნა ჩამოგდებული

თვითმფრინავი

უკრაინული სამგაზავრო თვითმფრინავი შესაძლოა რუსული წარმოების საზენიტო სისტემის, TOR-M1-ის რაკეტის მსხვერპლი გამხდარიყო. ინფორმაციას ირანულ სოციალურ მედიაზე დაყრდნობით აქვეყნებს DEFENCE-BLOG-ი.

ინტერნეტში ვრცელდება რაკეტის საეჭვო ნამსხვრევების ამსახველი ფოტოები, რომელიც უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილზე იქნა აღმოჩენილი. ექსპერტთა შეფასებით ფოტოზე ასახულია TOR M1-ის ანტისაჰაერო კომპლექსის 9M331-ის ტიპის რაკეტის ცხვირის კონუსის ფორმის ნამსხვრევი.

ზემოხსენებული სისტემა ირანის არმიის სამხედრო ბაზაზეა განთავსებული, რომელიც ავიაკატასტროფის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრშია.

მედიაში აგრეთვე გავრცელდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სხვადასხვა ნაწილის ფოტოები, სადაც ასახულია, რომ საფრენ აპარატს ფიუზელაჟის და ბორტების მიმდებარედ აღენიშნება რაკეტის ნამსხვრევებისგან წარმოქმნილი ღრმულები, რომელიც დიდი ალბათობით, საბრძოლო მასალის აფეთქებისას ფოლადის პატარა ბურთულების ან ქვემეხის მიერ დაცხრილვის დროს ჭურვების მოქმედების შედეგია.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

“ნიუპოსტი”

დაწერე კომენტარი