ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

ავტობუსი

რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კა­რან­ტი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა 15 ივ­ლი­სამ­დე არ აღ­დგე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 322-ე დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­მე­ლიც 23 მა­ისს ამოქ­მედ­და, იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის ზო­გა­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, მი­მოს­ვლის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის, კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და სხვა სა­კი­თხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა დღე­ი­დან ამოქ­მედ­და და მისი მოქ­მე­დე­ბის ბოლო ვა­დად 2020 წლის 15 ივ­ლი­სია მი­თი­თე­ბუ­ლი – სწო­რედ ამ თა­რიღ­მა გა­მო­იწ­ვია დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რად­გან ბევ­რმა ჩათ­ვა­ლა, რომ ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

თუმ­ცა, რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­გვი­მარ­ტეს, 15 ივ­ლი­სი არის დად­გე­ნი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც მოხ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ნა­წი­ლის გახ­სნა, მო­იხ­სნა სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნე­ბი, ან შე­ზღუდ­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნით სამ­ზე მეტი პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და ა.შ.

შე­სა­ბა­მი­სად, თუ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შიც აღ­დგეს – რო­გორც კი ტრან­სპორ­ტის ამოქ­მე­დე­ბა გა­და­წყდე­ბა, დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა შევა.

რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის 322-ე დად­გე­ნი­ლე­ბას, მისი მი­ზა­ნია, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის სა­მარ­თა­ვად შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­სა­ზღვრა.

ambebi.ge

დაწერე კომენტარი