შსს ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შსს გუშინ გვიან ღამით, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დადგენილია.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელმაც 19 მაისს, თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. სროლის შედეგად კლინიკის მე-3 სართულზე არსებული პალატის ფანჯარა დაზიანდა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაუყოვნებლივ ჩაატარეს აღნიშნული პირის ბინის ჩხრეკა, საიდანაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და ამავე რევოლვერისთვის განკუთვნილი “გეკოს“ ვაზნები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით)“, – აცხადებენ შსს-ში.

გუშინ, გვიან ღამით, თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს. საავადმყოფოს პაციენტების თქმით. პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.

loading...

პოპულარული

"ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძე პრემიერის პოსტზე არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული" - უდუმაშვილი
"ედპ-ის სახელით კოალიციაში პრემიერის პოსტზე მხარს დავუჭერ მხოლოდ რეალისტურ კანდიდატს და ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე" - ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის გეგმებზე
"თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, შეთანხმება ივანიშვილის მიერაა ჩაშლილი" - გიგა ბოკერია
"8 მარტის შეთანხმების ყვცელა პირობის დაცვა იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის წინაპირობა"- ლევან ბეჟაშვილი
"წულუკიანი საარჩევნო სიის თავში კარგი საჩუქარია ოპოზიციისთვის... ჩათვალეთ, რომ სულ მცირე 10% დაკარგული ექნება "ოცნებას" - რომან გოცირიძე
თამო ვარშალომიძე ორსულადაა- ვისგან აჩენს ბავშვს ქართველი სექს სიმბოლო(ვიდეო)
1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
"მცემეს... ძმაო, ასფალტზე მარტყმევინეს სახე" - ქუთაისში, პოლიციის მიერ მამაკაცის სასტიკი დაკავების კადრები
ბანკის ძარცვის მცდელობისთვის ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს
დაწერე კომენტარი