ინფექციის პიკი გვექნება სექტემბრისთვის და ისიც 1500 შემთხვევა იქნება – აკაკი ზოიძე

მე მგონია, რომ პიკი იქნება სექტემბერში და გვექნება 1500-მდე შემთხვევა – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა და უმრავლესობის ყოფილმა წევრმა აკაკი ზოიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ზოიძე ამბობს, რომ საქართველო არსებული პანდემიის ფონზე ევროპულ ქვეყნებზე კარგად უმკლავდება ინფექციას.

„მე მგონია, რომ ჩვენ პიკი გვექნება მაქსიმალურად დამრეცი და არა ციცაბო. არ იქნება 3000 და 4000 ერთ კვირაში, არამედ იქნება 1500 და ისიც სექტემბერისთვის იქნება ეს პიკი, ეს შეგვინარჩუნებს სისტემას. საბაჟომ, ეპიდემიოლოგებმა, პოლიციამ, ყველა იმ სტრუქტურამ, რომლებიც იმპორტირებული შემთხვევების შეკავებაში იყვნენ ჩართული, თავიანთი როლი შეასრულეს და ორი-სამი კვირიდან ერთ თვემდე მოიგეს.

პირდაპირ გეტყვით, გერმანიასაც ვაჯობეთ, იტალიასაც, საფრანგეთსაც იმით, რომ მოვიგეთ ეს დრო. ახლა ამ მოგებული დროის რაციონალურად გამოყენებაა საჭირო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

loading...

პოპულარული

სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
"საქართველოს უძველეს ეკლესიას ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე" - ქართველმა თეოლოგებმა მსოფლიოს პატრიარქებს დახმარების თხოვნით მიმართეს
დაწერე კომენტარი