ინტერპარტიული ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელებს

konstitucia

პოლიტიკური პარტიები 16 ივნისს ვენეციის კომისიის მხრიდან მკაცრ შენიშვნებს ელოდებიან, მანამდე კი, დღეს არასაპარლამენტო პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი იკრიბება.

15 კვალიფიციური სუბიექტი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

ისინი ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმულ პირველად რეკომენდაციებს შეაფასებენ.

„ჩვენი რეკომენდაციები, რაზეც იყო საუბარი, ამაზე უკვე ვენეციის კომისია ღიად საუბრობს, საუბარია კონსესუსის არ შედგენაზე. მე მქონდა გარკვეული კომუნიკაციები ვენეციის კომისიასთან და შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს ორ კვირაში იქნება ძალიან მკვეთრი შეფასებები გარკვეული მიმართულებებით. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც ოპოზიციამ დასვა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გათვალისწინებული იქნება კომისიის მხრიდან,“- განაცხადა პაატა დავითაიამ.

დაწერე კომენტარი