“ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი, თურმე მსოფლიოში საუკეთესო ვაჟ მომღერლად დამასახელეს”

The Voice Global-მა ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოში საუკეთესო ვაჟ მომღერლად დაასახელა.

„ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი, რომ თურმე „ვოისის“ არსებობის ისტორიაში, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ვაჟ მომღერლად დამასახელეს და ათეულში პირველ ადგილზე ვარ. საერთოდ, ყოველკვირა ან ყოველთვე იდება ხოლმე შედეგები, სხვადასხვა ნომინაციაში – „კვირის საუკეთესო შემსრულებელი“ ან „თვის საუკეთესო შემსრულებელი“. ახლა კი ამ ნომინაციის შედეგი გამოაქვეყნეს. ძალიან გამიხარდა, ეს არის უდიდესი წარმატება, რადგან მსოფლიოს მასშტაბით რომ ასეთ ნომინაციას აიღებ, ეს პატარა საქმე არ არის. ახლო მომავალში რაღაცები დაგეგმილი მაქვს, მაგრამ ახლა ვერ გაგიმხელთ, არ შემიძლია“, –  თქვა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებულმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 13 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული 2019 წელს გახდა.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი