იმყოფებოდნენ თუ არა ელჩები დარბევის ღამეს პარლამენტში – საგარეო უწყების ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული კომენტარი

იმყოფებოდნენ თუ არა 20 ივნისის სისხლიან ღამეს ელჩები პარლამენტში და აკვირდებოდნენ თუ არა ისინი გიორგი გახარიასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს როგორც ამას შს მინისტრი ამტკიცებს – საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირები​​თ ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა თავდაპირველად “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.

„რომელიც ელჩები, ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას პირველად გვესმის რომ ვინმემ მობილიზაცია გაუკეთა ელჩებს და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენ ჩვენი უწყებით ამას ვერ დაგიდასტურებთ,“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მოგვიანებით ვლადიმერ კონსტანტინიდმა პოზიცია შეცვალა. მან “რუსთავი 2”-ს სთხოვა ხელახლა ჩაეწერა, რადგან მისი პირველი კომენტარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ამჯერად მან დაადასტურა გახარიას ნათქვამი და განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა. თუმცა იქვე განმარტა, რომ ფიზიკური მობილიზაცია ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მოუხდენია.

„ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ კომუნიკაციას, ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა იმიტომ, რომ ამისი აუცილებლობა არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები ასეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ თვითონ თავისი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. მათშორის თქვენი ეთერიდანც ჩანდა რომ იქ იყო გერმანიის ელჩი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ფიზიკურ მობილიზაციაზე საუბარი არ არის მაგრამ კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან მთლიანად ჰქონდა უწყებას. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად ახლა რომელიც ელჩი იმყოფებოდა მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. 

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი