რატომ იმალებოდა 13 წლის რუსთაველი გოგონა – მიზეზი ცნობილია

რუსთაველ მოზარდს რამდენიმე საათი პოლიცია ეძებდა და ბოლოს ის მეგობრის ბინაში ნახეს.

“ინფო რუსთავმა” გაარკვია, რომ გოგონას გარკვეული უთანხმოება ჰქონდა რამდენიმე მოსწავლესთან. ასევე გახდა ცნობილი რომ მოზარდმა სახლიდან წასვლის წინ წერილი დაწერა და დატოვა. გოგონა წერილში სწორედ იმ პრობლემაზე წერდა, რის გამოც მას სკოლაში მისვლა არ სურდა. ერთ-ერთი ვერსიით 13 წლის გოგონას სკოლაში მისი წონის გამო ეხუმრებოდნენ. ჰქონდა თუ არა ადგილი ბულინგს ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

შეგახსენებთ რომ არასრულწლოვანი გუშინ დილით სახლიდან გავიდა და სკოლაში არ მისულა, ის ჯერ ერთი მეგობრის სახლში იმალებოდა, ხოლო, როდესაც პოლიციამ გაიგო მისი ადგილსამყოფელის შესახებ, გოგონა ბინიდან გაიქცა და სხვა მეგობართან შეაფარა თავი. საბოლოოდ კი რუსთავის პოლიციამ მოზარდი ნახა და ოჯახში გამოკითხვის შემდეგ მიიყვანა.

პოპულარული

ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
რა ხდება კურიერის "ნიუსრუმში" - დავით ქაშიაშვილი ვიდეოს ავრცელებს
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი