ილია ჯიშკარიანს 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს

აკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

სასამართლო პროცესი “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა.

გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი