”ჟურნალისტის პროფესიას მინდოდა დავუფლებოდი, მაგრამ 3.900 ლარი იყო საფასური და ვერ შევძელი გადახდა”

“პოპულარობა ჩემთვის ხალხისგან მიღებულ სიყვარულსა და სითბოს ნიშნავს”

სოციალურ ქსელში პოპულარული მხიარული ცოლ-ქმრი ნათია წიქარიძე და ირაკლი სტურუა 23-წლისანი არიან.  მხოლოდ მაშინ ჩხუბობენ, როცა ნათია სარკესთან დიდხანს იპრანჭება, გასასვლელად მომზადებული ირაკლი კი კართან ელოდება. სოციალურ ქსელში ამ ახალგაზრდა წყვილის სახალისო ვიდეოები ძალზე პოპულარულია, უკვე 91.000 გამომწერი ჰყავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში “გზა” გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

“ჟურნალისტის პროფესიას მინდოდა დავუფლებოდი, მაგრამ 3.900ლარი იყო სწავლის საფასური და ვერ შევძელი გადახდა. იმ პერიოდში დედა თურქეთში მუშაობდა და ვიდრე გამოცდების პასუხს გავიგებდი, ვიფიქრე, წავალ 1-2 თვით, ჩემი ტანსაცმლის ფულს მაინც გამოვიმუშავებ და მერე ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ 5 წელს შემოვრჩი. სულ 3 თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი…”

“თურქეთში გავიცანი, მართლა ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. მეორე დღეს პარკში გავისეირნეთ მეგობრებმა, მომიცუცქდა და ხელი ჩამკიდა. დაახლოებით 2 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. ჩემი ცოლი გახდებიო? – მკითხა და ბეჭედი მომცა. თვალებზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი. ჯვარი აქ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 23 სექტემბერს დავიწერეთ. მაშინაც იტირა…”

“იუმორი კარგი რამეა, ბევრ რამეში მშველის. ნერვიულობით ვერაფერს შევცვლი. პირიქით, ყველაფერს დადებითად უნდა შევხედოთ… ყოველ დილას, 7 საათზე ვდგებოდით და 9-ის ნახევრიდან საღამოს 7 საათამდე ფაბრიკაში ვმუშაობდით, ზოგჯერ გვიანობამდეც კი, ხშირად შაბათ-კვირასაც არ დაგვისვენია. ფაქტობრივად, მთელი 5 წელი ფეხზე ვიდექით და ისე ვასრულებდით ჩვენს საქმეს…”

“ტყუილად საყვედურობენ ამ თაობას, რომ ზარმაცები და არაფრის მკეთებლები ვართ. რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ… ერთხელ, 2 თვის განმავლობაში ვერ ავიღეთ ხელფასი. ვინც სიგარეტს ეწეოდა, ჩაის მოწევა დაიწყო, საჭმელი არ გვქონდა, კარტოფილი და პურიც კი არ გვქონდა ზოგჯერ და მარტო ხახვს ვჭამდით…”

მხიარული წყვილის საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ “გზის” პირველი ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
loading…

პოპულარული

„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი