იზორია, ჩხენკელი და სესიაშვილი გაგებაში არ არიან, რომ გმირობა 2008 წლის ომიდან არ იწყება – გუგეშაშვილი მინისტრების გადადგომას ითხოვს

დოდო გუგეშაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი თავდაცვისა და განათლების მინისტრების გადადგომას ითხოვს.

გუგეშაშვილის მოთხოვნაა, მინისტრებთან ერთად მათი მოადგილეები და ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც გადადგნენ.

გუგეშაშვილი მინისტრების გადადგომას სკოლებში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ისტორიის სწავლების გამო ითხოვს.

მისი აზრით, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება იყო, რუსეთთან ომისა და ომში მონაწილე ქართველი გმირი ჯარისკაცების ისტორიის შესწავლა არა 2008 წლიდან არამედ აფხაზეთის ომიდან დაწყებულიყო.

გუგეშაშვილი იზორიას, ჩხენკელსა და სესიაშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.

“ვთვლით, რომ ეს წიგნი არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს.

13 თვე და 13 დღე მიმდინარეობდა აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომი, იყო გმირობის უამრავი მაგალითი, რასაკვირველია იყო გმირობის უამრავი მაგალითი 2008 წელს, არ შეიძლება გმირი ბიჭების შედარება ისევე როგორც არ შეიძლება გმირობის შედარება.

თავდაცვისა და განათლების სამინისტროები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ჩრდილავს13 თვისა და 13 დღის მანძილზე მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მიმდინარე ომს აფხაზეთში., ამიტომ ჩემი და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის დამოკიდებულებაა გადადგეს თავდაცვის მინისტრი მოადგილეებითურთ, გადადგეს განათლების მინისტრი მოადგილეებითურთ, გადადგეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რამეთუ გაგებაში არ არიან, რომ საქართველოში გმირობა და გმირი ბიჭების მაგალითები არ დაწყებულა 2008 წლიდან“- ამბობს გუგეშაშვილი.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი