ივანშვილმა საკუთარი ქონებით უნდა აგოს პასუხი ძარცვაზე და ტყუილებზე -სააკაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პარტიის  ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბანკო სექტორთან დაკავშირებით საუბრობს.

შავი ჩაი ასკილით

სააკაშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანას ივანიშვილი მართავს საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით და ანგრევს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ეკონომიკას.

„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავის ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერმინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ, პრაქტიკულად, ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ და ზოგადად, პოლიტიკას,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილ პრეზიცენტს კონკრეტული ციფრები მოჰყავს. როგორც ენმ-ის ლიდერი აღნიშნავს, 2012 წელს, მისი მმართველობის ბოლო პერიოდში, ბანკების საერთო აქტივები იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა კი გაზრდილია და ის 30 მილიარდზე მეტია, ,,ბანკების სუფთა მოგება გაიზარდა 136 მილიონი ლარიდან 900 მილიონ ლარამდე“ – აცხადებს სააკაშვილი.

„გამიხარდებოდა ეს რომ მომხდარიყო ხალხის გამდიდრების ფონზე, მაგრამ ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის, ამ ბანკების გამო, პირველ რიგში. ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს ციფრი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება. ამ მევახშეების ხელში გადადის ყველაფერი.

2012 წლის შემდეგ ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი სამჯერ გაზრდილია. ყოველ მეათე ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს დაყადაღებული აქვს ყველაფერი, ტელევიზორი, სახლი, მაგიდა, სკამი, მაცივარი, საბანკო ანგარიშები, ყველაფერი დაყადაღებული აქვს ამ მევახშეების მიერ, ივანიშვილის და მისი ჯგუფის მიერ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს საქართველოში აქვს ბანკის ე.წ. ამ მევახშეების ვალი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, გაზრდილია საბანკო პროცენტები, რაც ბევრად აღემატება ევროპისა და მათ შორის სომხეთის საბანკო განაკვეთებს.

ევროპაში, სადაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, საშუალო საბანკო განაკვეთი არის 11 პროცენტი, თურქეთში მაქსიმუმ 16, სომხეთში არის 7 პროცენტი და საქართველოში არის 25 პროცენტი. ბანქები ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე აკეთებენ ფულს. ყოველი მეორე პენსიონერი ბანკის მოვალეა. დამშეულ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ წამლის ფული, სამაგიეროდ აქვთ ბანკის ვალი და ეს დადებული აქვთ მევახშეების მხრიდან. ცალკე საკითხია, როგორ მოითბო თქვენს გაჭირვებაზე ხელი თანამედროვე მეჯღანუაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა. 2012 წელს მისი ბანკის საერთო კაპიტალი შეადგენდა 400 მილიონ ლარს, ახლა კი 2 მილიარდი ლარია და ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ თავი უკდება, არამედ ყველა დაავალდებულა, სახელმწიფო უწყებების რომ ანგარიშები გადაიტანონ მის ქართუ ბანკში„ -განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილმა გააკეთა კარტერული შეთანხმება და მოიქცა ზუსტად ისე, როგორც 90-იან წლებში რუსეთში მოიქცა საბანკო სექტორი, როცა შვიდი ბანკის მმართველობამ რუსეთი ჩამოაქცია.

„საქართველოში ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან, რომლის 25 პროცენტი, როგორც ვიცით, წამოიღო თავად ივანიშვილმა და TBC ბანკთან ერთად, მაგალითად, ახლა ანადგურებს თბილისის ცენტს, გაანადგურა ლაზიკის პროექტი იმიტომ, რომ რასაც ისინი აკეთებენ ახლა ლაზიკაში, ანაკლიის პორტში, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც ჩვენ დავიწყეთ. ამათ შექმნეს თავისი ბანკის კანტორა. ამავე გარიგებაში შემოყავთ პატარკაციშვილების კარის მოლარე, საერთაშორისო აფერისტი, რომელიც მეორე, კალაძი და ივანიშვილის მეგობარი აფერისტის, გავრილოვი, წამოიღეს სოსიეტე ჯენერალი, უერთებენ ბანკებს და პრაქტიკულად, სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. ეს სამი ადამიანია თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი და მე ვიტყოდი, რომ საქართველოს მტერი, რადგან ისინი არიან მევახშეები და ანადგურებენ ქვეყნსი ეკონომიკას, ისინი შედიან ყველა ბიზნესში, ადებს ბიზნესმენს ვალს და ყევლაფერს იდებენ ჯიბეში. ამის მშევებით კი შემოდის თითოეული თქვენგანის ოჯახში. მთელი საქართველო ხდება მთავარი მევახშის და მასთან შეკრული მევახშეების აკუთრება, ჩვენ გვპარავენ მომავალს და საქართველო რჩება პერსპექტივის გარეშე“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმა, რომელსაც დღევანდელი მთავრობა იწყებს, არის მორიგი აფიორა იმისათვის, რომ ფული გადადინდე ბანკების ჯიბეში.

,,ამ ჯგუფმა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხელში იგდო საქართველოს საბანკო სექტორის 90 პროცენტი, აკონტროლებს საქართველოს ეკონომიკის მინიმუმ ნახევარს, ოჯახების ბიუჯეტს და შემოსავლებს. მალე თითოეული ჩვენგანი ვიქნებით ამ მთავარი მევახშის ივანიშვილის საკუთრება და ისინი ვალებში ამოგვხდიან სულ თუ ამის საშუალება მივეცით. ესაა მათი მიზანი“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრისგან გამოსავალს საპრეზიდენტო არჩევნებში ხედავს.

„ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის, მათ შორის, ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში. პირველი, რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე. ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე, ჩვენ გავაკეთებთ სიას უსამართლო ვალების და კრედიტების და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ვალების და ჩვენ დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით, იავნშვილმა უნდა აგოს პასუხი ძარცვაზე და ტყუილებზე და მან უნდა აგოს პასუხი საკუთარი ქონებით. ეს მოხდება თუ ჩვენ ყველანი დავირაზმებით“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

loading…

პოპულარული

"უსირცხვილო, მაიმუნო ქალო"- ცხარე დაპირისპირება ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა? - ბესელია ბოკუჩავას
თხების მწყემსი ლუკა მოდრიჩი - ვიდეო ხორვატების კაპიტნის ბავშვობიდან
დაწერე კომენტარი