“ივანიშვილს ქვეცნობიერად სძულს განათლებული ადამიანები… დავამატებ, მას სძულს ყველა ადამიანი, რომელსაც ღირსება აქვს” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ერთმა გონიერმა ადამიანმა მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეცნობიერად სძულს განათლებული ადამიანებიო. განათლება, ცოდნა, რომელიც დიდ ფულად, უზარმაზარ კაპიტალად არ გარდაიქმნება, მისთვის უსაქმურობისა და უქმად ყოფნის სიმბოლოა.

დავამატებ და ვიტყვი, რომ მას სძულს ყველა ადამიანი, რომელსაც ღირსება აქვს. ღირსება კი საკუთარი ღირებულებების ერთგულებას, მათ დასაცავად ბრძოლასა და ბოროტი ძალების წინააღმდეგობას გულისხმობს. ღირსეულია ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავისი გვარ-სახელითაც წარმოადგენს რაღაცას და თანამდებობის არქონის შემთხვევაშიც ესალმებიან მეზობლები მაინც.

ბიძინა ივანიშვილი გაუნათლებელი და უღირსი ადამიანების დაწინაურებით ცდილობს შური იძიოს ყველა განათლებულ და ღირსეულ ადამიანზე, ყველა ღირსეულ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება არშინიანი დიპლომი არ აქვს, მაგრამ თავისი პატიოსნებით ასხივებს მთელი სამყაროს სიბრძნეს.

ჩემს სიტყვებს ადასტურებს დღეს დამტკიცებული მოსამართლეების სია. ეს მოსამართლეები არაფერს ნანობენ და თან ერიხ ჰონეკერი, ერიხ მილკე გერმანული რენესანსის წარმომადგენლები ჰგონიათ.

ჩემს სიტყვებს ადასტურებს პარლამენტის შემადგენლობა. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო ელიტის წევრებს მეზობლები გამარჯობას არ ეუბნებიან. თანამდებობის გარეშე, მაგალითად, ანრი ოხანაშვილი არაფერს წარმოადგენს.

დღეს ჩვენ პირობა უნდა დავდოთ, რომ მომავალში, უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობის დროს ამ მოსამართლეებს სამუდამო სტატუსს თავზე გადავახევთ.

პოპულარული

თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი