“ივანიშვილს უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა” – მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი-ივანიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ორი მხარე და არ არსებობს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ახლა ხომ ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდა რომ მას უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. არსებობს ქართველი ხალხი რომელსაც უნდა უკეთესად ცხოვრება, არ უნდა რომ ვიღაცა ქვეყნიდან აგდებდეს.
რომელსაც უნდა რომ ქონდეს ნორმალური პენსია და ნორმალური პერსპექტივები ცხოვრებაში, რომელსაც უნდა ნორმალური დასაქმება. მეორეს მხრივ არის ბოლომდე გაკოტრებული და შეშინებული ივანიშვილი რომელსაც აღარაფერი აღარ შველის, არც მილიარდები და არც ხელისუფლება.
ჩვენ ახლა როგორც არასდროს გვჭირდება სიმშვიდე მაგრამ შეტევა, მშვიდი შეტევა მთელი ფრონტით. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერები. ჩვენ ვართ ამაყი ერის ამაყი შვილები.

საქართველოში აუცილებლად გათენდება! 

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი