„ივანიშვილს სურს, რომ ოპოზიცია დაანაწევროს” – ოპოზიცია 2020 წლისთვის საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას ითხოვს

ბიძინა ივანიშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ცვლილებების თანახმად, მომდევნო არჩევნებიდან უქმდება საარჩევნო ბარიერი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების სახით კენჭისყრაში მონაწილეობა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბლოკების აკრძალვით ივანიშვილი ოპოზიციის დანაწევრებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნული საკითხის დათმობას საკანონმდებლო განხილვების დროს  არ აპირებენ.

„ივანიშვილს სურს, რომ დაანაწევროს ოპოზიცია. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ბლოკები უნდა იყოს შენარჩუნებული. ეს, ფაქტობრივად, არის ივანიშვილისთვის  წვრილმანი თაღლითობები წაგებული თამაშის დროს.  ეს ვითარებას ვერ შეცვლის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ისედაც შელახულ რეპუტაციას“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცვლილებების განხილვის პროცესი მაქსიმალურად ფართო უნდა იყოს, რომელშიც მონაწილეობას არასამთავრობო სექტორი, ექპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ.

„არჩევნების შემდეგ ქვეყანას სჭირდება ეფექტიანი ხელისუფლება და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ბლოკების აკრძალვა არის არასასურველი იმიტომ, რომ ბლოკები ხელს უწყობს ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას იმ პარტიებს შორის, რომლებიც არჩევნების შედეგების მიხედვით, გაუკეთებენ ხელისუფლებას ფორმირებას. ახლა უნდა დაიწყოს პროცესი, როდესაც გაიმართება რაც შეიძლება ფართო კონსულტაციები, მათ შორის ჩვენ უნდა ვკითხოთ აზრი უცხოელ პარტნიორებს და იმ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკონსტიტუციო რეფორმაზე კონსულტაციას უწევენ ქვეყანას, მაგალითად, ვენეციის კომისიას და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბოთ პოზიცია“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,  სალომე სამადაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია პარლამენტში და განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი