” ბიძინა ივანიშვილს რომანი აქვს ირაკლი კობახიძესთან…მისი გადარჩენის ერთადერთი გზა არის…” – ხუხაშვილი ივანიშვილზე

ხუხაშვილი-ივანიშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფება აცხადებს, რომ თავისი გადაწყვეტილებით, “ოცნებამ” თავი დაიმარცხა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა სისულელე გააკეთა, რომ გუშინდელი დაწერილი, კარგად გაშალაშინებული წერილი გამოაქვეყნა.

“ოცნებამ” პირველ რიგში თავი დაიმარცხა. მან სისულელე გააკეთა, რომ გუშინდელი დაწერილი, კარგად გაშალაშინებული წერილი გამოაქვეყნა. ეს იყო კობახიძის გუშინდელი ნალაპარაკების გადამღერება. ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს რომანი აქვს ირაკლი კობახიძესთან.

ბიძინა ივანიშვილის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის , რომ მან თქვა, მე მივდივარ პარტიის თავმჯდომარეობიდან, რადგან მე ვერ უზრუნველვყავი დაპირების შესრულება” – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი