ივანიშვილს მივმართავთ! წავიდეს და როგორც მოიყვანა ეს ზურაბიშვილი, ისე წაიყვანოს – “კარტოფილების აქცია” ათონელზე

“გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი !” – ამ სახელწოდების აქცია მოძრაობა „ ერთად სახლში“-ს წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ, ათონელი ქუჩაზე გამართეს. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს სიმბოლურად კარტოფილს ურიგებენ, რომლის შესაძენადაც თანხა, ემიგრანტებმა გაიღეს. მათი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კარტოფილით ნაყიდი ხმებით გახდა.  

ორგანიზატორების განცხადებით, აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება. ორგანიზაცია „ერთად სახლში“-ს ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეთა სურვილი მიიღონ მონაწილეობა მაღალია, შესაბამისად მომდევნო დღეებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხალხის ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება. სალომე ჭელიძე ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ზურაბიშვილი დაკავებულ პოსტს არ დატოვებს.

„ადამიანები ჩამოდიან კოჯრიდან, სხვა და სხვა რეგიონებიდან. მე ძალიან მიხარია, რომ აქტივობა შეინიშნება. რა თქმა უნდა, დღეს პირველი დღეა რაც დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მოემატება ნაკადი, რომ საქართველოში რეალურად ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. “რუსთავი2”-ის მეშვეობით, რა თქმა უნდა, გახდება უფრო ცნობილი და მასშტაბური ეს ყველაფერი და ჩვენ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილი არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, იმიტომ, რომ მას ეს თანამდებობა უკავია არალეგიტიმურად,“- განაცხადა ჭელიძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების ნაცვლად, “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს. 

„ჩვენ რომ აქ ხალხი ვართ და ჩვენ რომ ვირჩევთ, ამისათვის უნდა გვცენ პატივი და თითოეულ ოჯახში უნდა შევიდნენ და ვის რა უჭირს, ვის რა ულხინს ყველაფერი უნდა დააფიქსირონ. სულ არ მჭირდება მე ეს მთავრობა. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, წავიდეს… როგორც მოვიდა, ისე წავიდეს და  როგორც მოიყვანა ეს ზურაბიშვილი, ისე გაიყვანოს აი, იქიდან, აი, იქ რომ ზის,“- განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ,  ქეთევან ნიაზაშვილმა.

აქციის ორგანიზატორები რეგიონებში გასვლასაც არ გამორიცხავენ, რათა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულმა პროტესტმა მთელი საქართველო მოიცვას.  

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
დიდი რეპრესიები „კანონიერ ქურდებში“ - კალაშოვის კლანი და ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტების“ გავლენა
დაწერე კომენტარი