“ბიძინა ივანიშვილმა ხელი დაურტყა მაგიდაზე წინა დღეს და თქვა, რომ მელია უნდა წავიდეს ციხეში და ამისთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნას”

ბიძინა ივანიშვილი

„რაც ანა ნაცვლიშვილმა გაასაჯაროვა, ეს ჩემთვის უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური იმიტომ, რომ ეს დეპუტატები ხომ კვლავ დეპუტატები არიან“, – ეს განცხადება ნიკა მელიამ გააკეთა. ის იურისტ ანა ნაცვლიშვილის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება, რომელიც სწორედ დეპუტატის საქმეს შეეხება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის გაეცნო პროკურატურის მიერ ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის დასაბუთების მიზნით გადაგზავნილ დოკუმენტს. იმუნიტეტის მოხსნა პროკურატურამ ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან მოყვანილი 4 ქეისით დაასაბუთა. ნაცვლიშვილმა გაარკვია, რომ ზემოთხსენებული 4 შემთხვევიდან ერთი საერთოდ ტყუილი იყო, დარჩენილი სამი ოდნავადაც არ გავს მელიას საქმეს.

ნიკა მელია ამბობს, რომ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ დეპუტატებმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს პასუხი უნდა მოსთხოვონ, მათი შეცდომაში შეყვანის გამო.

„შემრცხვა მათ მაგივრად, მაშინაც მრცხვენოდა, როდესაც იქ ვიყავი, მათ ნაცვლად იმიტომ, რომ ჩანდა ხელშესახებად, რომ დიდ ნაწილს არ უნდოდა იმის კეთება, რასაც აკეთებდა. ახლა, რაც ანა ნაცვლიშვილმა გაასაჯაროვა, ეს ჩემთვის უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური, იმიტომ, რომ ეს დეპუტატები ხომ კვლავ დეპუტატები არიან, ძვირფასო დეპუტატებო, ერთი წამით, რომ დაგიჯეროთ, რომ თქვენ შეცდომაში იყავით შეყვანილნი ბიძინა ივანიშვილის მიერ ან გენერალური პროკურორის, თადუმაძის მიერ, ერთნი არიან მაინც, ახლა მაინც, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხომ უნდა გამოხვიდეთ და პასუხი მოსთხოვოთ, როგორც მინიმუმ, გენერალურ პროკურორს, რომ რა გამიკეთე, რა მდგომარეობაში ჩამაგდე, რატომ მაკადრე. ეს ქვეყანა მართლაც კინოს გადასაღები პავილიონი არ არის და ამ კინოს გადასაღებ პავილიონში თქვენ მსახიობები ხომ არ ხართ, დეპუტატები ხართ და თქვენი სახელი და გვარები ისტორიას დარჩება და მე უფრო გგულშემატკივრობთ, მგონი თქვენ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს. ღირსება დაიცავით, თორემ ნიკა მელია რომ არ გაინტერესებთ, გასაგებია“, – ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

„ბიძინა ივანიშვილმა ხელი დაურტყა მაგიდაზე წინა დღეს და თქვა, რომ მელია უნდა წავიდეს ციხეში და ამისთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნას და შემოვიდნენ პროკურორები, დახვდათ 93 დეპუტატი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. არავის არაფერი წაუკითხავს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

დეპუტატი ამბობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ის პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებისას აუცილებლად მივა.

„3 სექტემბერს სახლიდან გამოვალ და მივალ პარლამენტში და დავესწრები საპარლამენტო სხდომას და, ალბათ, იქაც მექნება შესაძლებლობა, გავესაუბრო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა, ნიშნის მოგებას არავისთვის ვაპირებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
დიდი რეპრესიები „კანონიერ ქურდებში“ - კალაშოვის კლანი და ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტების“ გავლენა
დაწერე კომენტარი