“ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით”

თინა ბოკუჩავა

„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმაი თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, სერგეენკოს შესახებ არსებობს კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ეჭვიც, რაც გამორიცხული არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი სწორედ კორუფცია და ნეპოტიზმია.

„ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ქვეყანას არ უყურებს როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თავის პირად პროექტს, სადაც შეუძლია, რომ საკუთარი გარემოცვა დანიშნოს და მოხსნას ისე, რომ არ გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. 

კონკრეტულად სერგეენკოზე არსებობს გარკვეული ეჭვები, თითქოს ის კორუფციულ სქემებში იყო ჩართული, რასაც ასევე არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი გახდა სწორედ ნეპოტიზმი, კორუფცია, საკუთარ ჯიბეზე ზრუნვა, ნაცვლად მოსახლეობაზე ზრუნვისა,“ – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, დავთ სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის. მას პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგენს.  ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია.

პოპულარული

რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის ვიდეოკადრები
გააგრძელებს თუ არა გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ზე მუშაობას - პაატა სალიას განცხადება
რუსებმა მამისონსა და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს
თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
დაწერე კომენტარი